მედიის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც პარიზის გარეუბან ნანტერში 17 წლის მოზარდი მოკლა
მედიის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც პარიზის გარეუბან ნანტერში 17 წლის მოზარდი მოკლა

პოლიციელი, რომელმაც პარიზის გარეუბან ნანტერში 17 წლის მოზარდი მოკლა, დაკავებულია, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლიციელს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

ნანტერში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით მსვლელობა სახელწოდებით „სამართალი ნაჰელისთვის“ ამ დრომდე გრძლდება. მსვლელობის დროს მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. „ბიბისის“ ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, 17 წლის მოზარდი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.