მედიის ცნობით, დაღესტანში მოსახლეობამ მობილიზაციის წინააღმდეგ აქცია გამართა
მედიის ცნობით, დაღესტანში მოსახლეობამ მობილიზაციის წინააღმდეგ აქცია გამართა

დაღესტანში ადგილობრივმა მოსახლეობამ მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ამასთან, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს.