მედიის ცნობით, ჩინეთმა, „მკაცრი გაფრთხილების“ მიზნით, ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო
ჩინეთმა ტაივანის სრუტეში, „მკაცრი გაფრთხილების“ მიზნით, სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, აღნიშნულის მიზეზი ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინ-ვენის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, კევინ მაკარტისთან კალიფორნიაში გამართული შეხვედრაა.
ტაივანის ინფორმაციით, სწავლებაში, სულ მცირე, რვა სამხედრო ხომალდი და 42 თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას. ისინი მედიანური ხაზის გასწვრივ გადაადგილდებიან. სამდღიანი სწავლება ორშაბათს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს.