მედიის ცნობით, ჩერნიგოვში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, რუსმა სამედროებმა საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.
როგორც მედია წერს, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან შვიდი ადამიანი გამოიყვანეს.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.