მედიის ცნობით, ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გადასცა
ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები, სახელწოდებით „შტორმის ჩრდილი“ გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ტიპის იარაღის მიწოდება შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას, რადგან ფრთოსან რაკეტა „შტორმის ჩრდილს“ სამიზნის განადგურება 250 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.
ამჟამად აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების მოქმედების მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 80 კილომეტრია.