მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელში გაერთიანებას უკრაინასაც სთავაზობს
მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელში გაერთიანებას უკრაინასაც სთავაზობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც იტალიური გამოცემა „კორიერა დე ლა სერა“ იუწყება. მედიის ცნობით, ბორის ჯონსონს სურს, გააერთიანოს ის ქვეყნები, რომელთაც რუსეთის აგრესიაზე ბრიუსელისა და ბერლინის პასუხი არ მოსწონთ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამ გეგმას დიდი ხანი ამუშავებდა.

„პირველად ჯონსონმა ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა კიევში 9 აპრილს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული მოდელი ასეთია – ლონდონი იქნება ლიდერი, ხოლო კავშირში იქნებიან უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, და ასევე, პოტენციურად, თურქეთი“, – წერს იტალიური გამოცემა.

გამოცემის ცნობით, ჯონსონი ეცდება, გააერთიანოს ის სახელმწიფოები, რომლებიც „განსაკუთრებით უფრთხილდებიან ეროვნულ სუვერენიტეტს, აქვთ ლიბერალური ეკონომიკა და მზად არიან, მაქსიმალურად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის სამხედრო მუქარას“.

როგორც იტალიური მედიასაშუალება წერს, უკრაინას ჯერ ჯონსონის ინიციატივაზე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს, თუმცა კიევში ლონდონისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. როგორც „კორიერა დე ლა სერა“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება 23 ივნისს, როდესაც ევროკავშირმა უკრაინისთვის ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს.