მედიის ცნობით, ბელგიის ქალაქ ლიეჟში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
მედიის ცნობით, ბელგიის ქალაქ ლიეჟში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

ბელგიის ქალაქ ლიეჟში საპროტესტო აქციის – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მონაწილეებმა არეულობა მოაწყვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მათ დასარბევად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქცია ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერს მოჰყვა, სადაც აფროამერიკული წარმოშობის ახალგაზრდა ქალის ძალის გამოყენებით დაკავებაა ასახული. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს შუშები ჩაუმსხვრიეს.