მედიის ცნობით, ბელარუსში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თვითმფრინავი ჩაფრინდა
ბელარუსში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თვითმფრინავი ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორამციას რუსული მედია, ვებგვერდ, „ფლაითრადარზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედია წერს, რომ თვითმფრინავი, საბორტე ნომრით „ერა-64 523“ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საკუთრებაა და სპეცსამსახურის ხელმძღანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვის ფრენებისთვის გამოიყენება.
სწორედ აღნიშნული თვითმფრინავით იმყოფებოდა ბორტნიკოვი 2015 წელს ვაშინგტონში, ექსტრემიზმთან ბრძოლის სამიტზე. „ტუ-214 პუ“-ს ტიპის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:18 საათზე გაფრინდა.