მედიის ცნობით, ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
ბელარუსის ეროვნული კრების (პარლამენტი) დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დელეგაციას ბელარუსის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტიომ ტუროვი ხელმძღვანელობს.
როგორც მედია აღნიშნავს, ბელარუსის დელეგაციის წევრები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდნენ, რომელმაც„ კანონმდებლებისა და აღმასრულებელი შტოს დონეზე ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა“. ბელარუსის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას.