მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსზე ამოწმებენ
აზერბაიჯანში ირანის ოთხი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ კორონავურისზე ამოწმებენ.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საავადმყოფოში გადაყვანილი პირები 19-21 წლამდე ასაკის არიან. ისინი ბაქოში რამდენიმე დღის წინ ირანის სწორედ იმ ქალაქიდან ჩავიდნენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. ექიმების ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.