მედიის ცნობით, აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყარაბაღის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყარაბაღის რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის სამშვიდობო წინადადებების, რეგიონში ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშემწყობი ინიციატივების მიუხედავად, სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურმა პროვოკაციებმა, სამშვიდობო ძალისხმევას დარტყმა მიაყენა“.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საუბრისას აღინიშნა, რომ „სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ე.წ. რეჟიმისთვის მილოცვა, სრულიად ეწინააღმდეგება განცხადებებს ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბაირამოვმა ირანელ კოლეგას უთხრა, რომ რეგიონში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს სომხეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც 10 ათას ადამიანზე მეტია.