მედიის ცნობით, ავღანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა
ავღანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. მედიასაშუალების მიერ მოპოვებული მონაცემებით, ბორტზე ხუთ ადამიანზე ნაკლები იმყოფებოდა. ჯერ გაურკვეველია, გადაურჩა თუ არა ვინმე კატასტროფას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ღაზნის პროვინციაში მებრძოლებმა ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, თალიბების მიერ კონტროლირებად ზონაში ჩამოვარდა.