მედიის ცნობით, „ასოშიეთიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
მედიის ცნობით, „ასოშიეთიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა, რომელმაც პოლონეთში გასულ კვირას ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
„ასოშიეთიდ პრესმა“ რაკეტის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, რაც მართალი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, როგორც პოლონეთმა, ისე ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, თუმცა ის უკრაინულმა ძალებმა რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად გაუშვეს, მან კურსიდან გადაუხვია და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
თუმცა, „ასოშიეითიდ პრესის“ რედაქციაში მიაჩნიათ, რომ მის მიერ, როგორც უმსხვილესი სააგენტოს, რომელიც ახალ ამბებს, თავის მხრივ, მსოფლიოში მრავალ საინფორმაციო სააგენტოს უგზავნის, გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში ომის ესკალაცია შეეძლო.
მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სააგენტომ ჩაასწორა გამოქვეყნებული ტექსტი. ჯეიმს ლაპორტა კი, შიდა მოკვლევის შედეგად, სამსახურიდან დაითხოვეს. ლაპორტა ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, „ასოშიეითიდ პრესს“ კი 2020 წლის აპრილში შტატგარეშე მუშაობის შემდეგ შეუერთდა.