მედიის ცნობით, აშშ უკრაინისთვის 31 ერთეული „M1 აბრამსის“ გადაცემას გეგმავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 31 ერთეული „M1 აბრამსის“ გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგის“ თეთრი სახლის რეპორტიორი ჯენიფერ იაკობსი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სამხედრო დახმარების ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამერიკული მედია წერს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ისაუბრებს.