მედიის ცნობით, აშშ-ში სროლის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში სროლას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
დაშავებულია, 50-მდე ადამიანი.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულთა ან გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს.
როგორც მედია წერს, სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი იძებნება.