მედიის ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონში ბრუნდება
მედიის ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონში ბრუნდება

აშშ-ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონში ბრუნდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ამერიკელ კოლეგებთან დაგეგმილი შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.

მოსკოვმა ანატოლი ანტონოვი მას შემდეგ გაიწვია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს „მკვლელი“ უწოდა. კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩი რუსეთიდან აშშ-მაც გაიწვია.

ვაშინგტონსა და მოსკოვში ელჩების დაბრუნების გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ჟენევაში გამართული სამიტის შემდეგ მიიღეს, რომელიც ორივე მხარემ შეაფასა როგორც არა მეგობრული, არამედ პრაგმატული.