მედიის ცნობით, აშშ-ში მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტურია
აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტურია. როგორც „ბიბისი“ წერს, კვლევაში მონაწილეობდა 32 000 მოხალისე, მათი უმეტესობა ამერიკელი იყო, თუმცა ასევე იყვნენ მოხალისეები ჩილედან და პერუდან.
გამოცდის შედეგად დადგინდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის დაინფიცირებისგან 79 პროცენტით, ხოლო კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებისგან 100 პროცენტით იცავს.
ამასთან, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ იწვევს თრომბს. კვლევაში მონაწილე მოხალისეების ერთი მეხუთედი 65 წელს გადაცილებული იყო. ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ, მათ ახალგაზრდა მოხალისეების მსგავსი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ.