მედიის ცნობით, აშშ-ში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა
აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა თავდასხმაში ეჭვმიტანილი რობერტ ქარდი და რა იყო მასობრივი მკვლელობის მოტივი.
რობერტ ქარდი ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორი იყო და აშშ-ის არმიის რეზერვში მუშაობდა. შემთხვევამდე ორი კვირით ადრე კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ლუისტონში, რესტორანსა და ბოულინგის დარბაზზე თავდასხმის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.