მედიის ცნობით, აშშ-მა ისრაელს ნება დართო, ფინეთს „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა მიჰყიდოს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ნება დართო ფინეთისთვის „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ The Times of Israel-ი იუწყება.
მანამდე ფინეთმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ სურდა საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა, თუმცა ამისთვის აშშ-ის თანხმობა სჭირდებოდათ.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სხვა ქვეყანას მიჰყიდის.
შეთანხმების ღირებულება დაახლოებით 345 მილიონი დოლარია.