მედიის ცნობით, ისრაელის, კვიპროსის, ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეებისთვის აშშ სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს
ისრაელის, კვიპროსის, ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეებისთვის აშშ სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, აშშ ისრაელისა და სამი ევროპული ქვეყნის იმ სახელმწიფოების ნუსხაში დამატებას განიხილავს, რომელთა მოქალაქეებიც აშშ-ში უვიზოდ ჩადიან.
„ჩვენ გვყვას ოთხი კანდიდატი – ისრაელი, კვიპროსი, ბულგარეთი და რუმინეთი. ჩვენ გულდასმით ვმუშაობთ ამ პროგრამაზე“, – განაცხადა მაიორკასმა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აშშ-მა ვიზები ხორვატიის მოქალაქეებისთვის გააუქმა. ხორვატებს აშშ-ში 90 დღის განმავლობაში მოგზაურობა უვიზოდ შეუძლიათ.