მედიის ცნობით, აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა
მედიის ცნობით, აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი მამაკაცი ქაბულის აეროპორტში აფეთქებას გეგმავდა.

სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაიერიშის შემდეგ მომხდარი კიდევ ერთი აფეთქება ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი საშუალებების არსებობას ადასტურებს.

„თალიბანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო იერიშის სამიზნე სავარაუდო თვთითმკვლელი გახდა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, წარმატებულმა ავიაიერიშმა გარდაუვალი საფრთხე აღმოფხვრა.