ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთიდან ფრენების შეზღუდვას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, მიზეზი ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდა და ვირუსის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობის არაგამჭვირვალე პოზიციაა.
ამასთან, ოთხშაბათს იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტირება სავალდებულო გახდეს. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია ვირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტის მეთვალყურეობისა და იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად, იტალიის მოსახლეობის დასაცავად. იაპონიამ, მალაიზიამ, ტაივანმა და ინდოეთმა კი წესები გაამკაცრეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, მალპენსას აეროპორტში, ერთ-ერთ რეისზე მგზავრების 52%-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, ყოველდღიურად, პეკინში „კოვიდ-19“-ის 4 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ემატებოდა.