მედიის ცნობით, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელსა და ეგვიპტესთან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაადგილებლად უსაფრთხო დერეფნის შექმნისთვის
მედიის ინფორმაციით, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელსა და ეგვიპტესთან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაადგილებლად უსაფრთხო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ საკითხზე, კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მედია წერს, სალივანს მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ „ოპერატიულ უწყებებს შორის“ დისკუსიები მიმდინარეობს.