ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ბელგიაში ათობით სკოლა დაიხურა
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ბელგიაში ათობით სკოლა დაიხურა

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების მიღების გამო ბელგიაში ათობით სკოლა დაიხურა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბომბის შესახებ შეტყობინება ადმინისტრაციამ კვირას საღამოს მიიღო, რის გამოც ორშაბათს დახურა 27 სკოლა ბრიუსელსა და ვალონიის ბრაბანტის რეგიონში.

სასწავლო დაწესებულებებში სამართალდამცველები მუშაობენ.