ხუთმა ამერიკელმა სენატორმა თელ ავივში ისრაელის ოფიციალურ პირებთან და დაღუპულთა ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. სენატორები ისრაელს მხარდაჭერას დაპირდნენ.
ამერიკელი სენატორების განცხადებით, „ჰამასის“ ძალადობრივი ქმედებები და ისრაელის ქმედებები ერთმანეთთან ექვივალენტური არ არის.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ ის არის ყველაზე მაღალი რანგის ებრაელი, რომელსაც აშშ-ის მთავრობაში თანამდებობა ეკავა. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვამ ღაზას მახლობლად კიბუცში, ნაცისტური ჰოლოკოსტის დროს ევროპაში მისი ნათესავების დაღუპვა შეახსენა.