მედიის ცნობით, აფრიკელი ლიდერები დღეს - ვოლოდიმირ ზელენსკის, ხვალ კი ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან
აფრიკელი ლიდერები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ. ამის შემდეგ, 17 ივნისს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგში შეხვდებიან. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ზამბიის, სენეგალის და კომორის კუნძულების ლიდერების შეხვედრები უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობის მისიის ფარგლებში გაიმართება.
აფრიკის ოთხი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასვლის შემდეგ თავდაპირველად ბუჩას ეწვივნენ.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ გასულ თვეს განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი აფრიკის სამშვიდობო მისიის წევრებთან ცალ-ცალკე შეხვედრებზე შეთანხმდნენ.