მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია

22:59, 04.08.2020

გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფეთქების შემდეგ ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია და ექიმები პაციენტებს პირველად დახმარებას საავადმყოფოების ეზოებში უწევენ.

„გარდიანი“ შესაბამის ფოტომასალას დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, ები სეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.

მსგავსი