მედიის ცნობით, აჩიგვარას ხაზზე ავარიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან მიეწოდება
ოკუპირებულ აფხაზეთს, აჩიგვარას ხაზზე მომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან მიეწოდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჩიგვარას ხაზზე ელექტროსადენების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება სოხუმის, გუდაუთისა და გაგრის რაიონებს შეუწყდა.
აღდგენითი სამუშაოების პერიოდში, როგორც რუსული მედია წერს, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ელექტროენერგია რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვა.