მედიის ცნობით, 38 უფლებადამცველი ორგანიზაცია უკრაინისთვის ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგია
მედიის ცნობით, 38 უფლებადამცველი ორგანიზაცია უკრაინისთვის ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგია

ამერიკული გამოცემის, „ჰილის“ ცნობით, 38 უფლებადამცველი ორგანიზაცია უკრაინისთვის ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგია.

აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის არის „ჰიუმან რაითს ვოჩი“, რომლის ვაშინგტონის ოფისის დირექტორი სარა იაგერი აცხადებს, რომ კასეტური ბომბები ისედაც უკრაინაშია და ამერიკული საბრძოლო მასალის გაგზავნა არაა მიზანშეწონილი.

„კანონმდებლებს, პოლიტიკოსებსა და ბაიდენის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ მოუწევთ დაფიქრება, როდესაც გავრცელდება იმ ბავშვების ფოტოები, რომლებიც ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალით დაშავდნენ“, – აცხადებს „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ვაშინგტონის ოფისის დირექტორი.

უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, თეთრი სახლის განმარტება, რომ კასეტური ბომბები უკრაინას კონტრშეტევაში დაეხმარება, სპეკულაციას წარმოადგენს.