მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა
კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა.
მონაწილეებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შემაჯამებელი კონფერენციის ერთ-ერთი პანელი მედიის თანამედროვე გამოწვევებს, დეზინფორმაციას, სიტყვის თავისუფლებასა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს დაეთმო.
კონფერენციაზე კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ონლაინპლატფორმის პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც ევროპის საბჭოს დაფინანსებით შეიქმნა.