მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა

სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ აქტიურად მიმდინარეობს.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სიმულაციურ მედიაცენტრში მთელი დღის განმავლობაში უწევთ მუშაობა და „დელტას“ მიერ წარმოებული ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით საველე გასვლები ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით MAN.

სცენარის თანახმად, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარის ზურგშიც მოყვა. მათ ევაკუაციაში თავდაცვის ძალების ახლად მოდერნიზებული იროკეზის ტიპის ვერტმფრენი UH-1 ჩაერთო და მათი გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე უზრუნველყო.

მედიის წარმომადგენლებს ხუთი დღის განმავლობაში მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება – დილის ვარჯიში, კვება ჯარისკაცის ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით MAN.

„ღირსეული პასუხი 2022“ მეორე ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.