მედია - ვიქტორ ორბანმა უკრაინაში უნგრული თემის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში მათი უფლებების დასაცავად
მედია - ვიქტორ ორბანმა უკრაინაში უნგრული თემის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში მათი უფლებების დასაცავად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინაში წერილი გაგზავნა უნგრული თემების ორგანიზაციის მიმართვის საპასუხოდ, რომელიც მოითხოვდა კიევსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერას.

წერილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში უნგრული თემის უფლებების დასაცავად და რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან მოლაპარაკებების დასაწყებად შესაფერისი დრო ახლა არ არის.

ვიქტორ ორბანის წერილის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბერტალან ჰავასიმ უნგრულ მედიასთან ისაუბრა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას უკრაინაში უნგრული თემის უფლებები“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი წერილში.

მანამდე უნგრული თემების ლიდერებმა მიმართეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს, შარლ მიშელსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს თხოვნით, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხვალ საპარლამენტო დებატებზე ისაუბრებს რეზოლუციის წინადადებაზე და განმარტავს თავის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.