მედია - სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორმა მიიღო ორდერი, რომ შეესწავლა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტები
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა მიიღო ორდერი, რომ შეესწავლა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტები. მედიის ცნობით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ვაშინგტონის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დოკუმენტებიდან.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატებმა იანვარში მიიღეს ორდერი, რომელიც ავალდებულებდა „ტვიტერს”, გამოექვეყნებინა ინფორმაცია ტრამპის ანგარიშის შესახებ მას შემდეგ, რაც სასამართლომ „საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვა „ტვიტერის“ ანგარიშზე სისხლის სამართლის დანაშაულის დასამტკიცებლად“.
პროკურატურამ ასევე მოიპოვა უფლება, დაევალებინა „ტვიტერისთვის,“ რომ არ გაემჟღავნებინა ინფორმაცია ორდერის შესახებ თავად ტრამპისთვის, რადგან ამ შემთხვევაში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი სერიოზულ საფრთხეს მიაყენებდა გამოძიებას.
„ტვიტერმა“ გააპროტესტა ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა და უარი თქვა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშზე ინფორმაციის მიწოდებაზე, სიტყვის თავისუფლების შესახებ აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების მოტივით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა სოციალური ქსელის არგუმენტებს და ორდერის აღსრულების გაჭიანურების გამო „ტვიტერი” 350 000 დოლარით დააჯარიმა.