არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრებმა და ოფიციალურმა პირებმა დღეს დაადასტურეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას 1,5 მილიარდ აშშ დოლარამდე ხუთ წელიწადში, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების მედია წერს.
როგორც საამიროების საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, დუბაიში ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ოფიციალური პირები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან: შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენიმე მინისტრი.
„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება არის უახლესი ნაბიჯი ჩვენი მდგრადი, კოსმოპოლიტური და ინოვაციური ეკონომიკისკენ. ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (CEPA) დღის წესრიგი არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ფინანსური ინტერესების წარმომადგენლობის გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში, რაც გააძლიერებს ჩვენს რეპუტაციას ვაჭრობასა და ინვესტიციებში სანდო პარტნიორის სახით. ის ასევე მხარს უჭერს ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) ხელსაყრელ გარემოს, გააძლიეროს ქვეყნის ღირებულება, როგორც ბიზნესის გლობალური ცენტრი“, – აღნიშნა ფინანსურ საკითხებში საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, მოჰამედ ბინ ჰადი ალ ჰუსეინმა.
ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სუჰაილ ბინ მუჰამედ ალ მაზრუეიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება წარმოადგენს საამიროების საგარეო ვაჭრობის დღის წესრიგის კიდევ ერთ საყრდენს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეროვნული ზრდის მიზნებში.
„საქართველოს მდებარეობა ახლო აღმოსავლეთს, აზიასა და ევროპას შორის იძლევა იმის გარანტიას, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, როგორც რეგიონულ და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრს; ჩვენი კერძო სექტორის გამოცდილება და ჩვენი საინვესტიციო საზოგადოების რესურსები დაეხმარება მას ისეთი ძირითადი სექტორების განვითარებაში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი“, – განაცხადა სუჰაილ ბინ მუჰამედ ალ მაზრუეიმ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ნათელი და დადასტურებული ვალდებულება განახლებადი ენერგიის მიმართ, რაც იძლევა შესაძლებლობას როგორც განვითარებისთვის, ასევე ცოდნის გაზიარებისთვის.
„ეს ხსნის პარტნიორობის შესაძლებლობებს, რადგან ჩვენ ვცდილობთ, გავაფართოოთ ჩვენი საკუთარი ვალდებულება ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიმართ“, – აღნიშნა ალ მაზრუეიმ.
მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, დოქტორ სულთან ალ ჯაბერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა საინტერესო ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტიორებს, მრეწველებსა და მწარმოებლებს.
„საქართველოს ეკონომიკას, რომელიც მდებარეობს დინამიკურ რეგიონში, რომელიც ამბიციურ ზრდას აგრძელებს, ბევრი სინერგია აქვს ჩვენს ეკონომიკასთან, რომელიც მოიცავს ბიზნესისთვის მეგობრულ რეგულირებებს, სხვადასხვა გამაძლიერებლებით და წახალისებით, კარგად განვითარებული სამრეწველო ლოგისტიკითა და ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა დოქტორ სულთან ალ ჯაბერმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (CEPA) გამოიწვევს ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ახალ ეპოქას. მინისტრმა დაადასტურა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ძირითადი საექსპორტო კატეგორიები აღმოაჩენენ მიმზიდველ ბაზარს საქართველოს სწრაფად განვითარებად ინდუსტრიულ სექტორში და უფრო ფართო ეკონომიკაში.
„ჩვენი ხელმძღვანელობის ვალდებულებაა, გააძლიეროს გლობალური პარტნიორობა და თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას. ის ასევე მხარს უჭერს ქვეყნის ბიზნესგარემოს, რომელიც ხელს უწყობს ზრდას, მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების ეროვნული სტრატეგიის მიზნების შესაბამისად. ის ასევე აძლიერებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს ეროვნულ ინდუსტრიულ სექტორში, აძლიერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პოზიციას, იყოს წარმოებისა და ინოვაციების კერა“, – აღნიშნა ალ ჯაბერმა.
ეკონომიკის მინისტრის, აბდულა ბინ ტუკ ალ მარის თქმით, CEPA წარმოადგენს ახალ წინგადადგმულ ნაბიჯს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის დღის წესრიგში, რომელიც განასახიერებს ქვეყნის ამბიციას, აშენოს სავაჭრო პარტნიორების ქსელი სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში მთელ მსოფლიოში. მისივე თქმით, შეთანხმება აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ეკონომიკასთან.
აბდულა ბინ ტუკ ალ მარის თქმით, საქართველოს მშპ 2022 წელს 10,1 პროცენტით გაიზარდა, რაც აჩვენებს შესანიშნავ მდგრადობას გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევებით სავსე წლის განმავლობაში. მისივე განცხადებით, ეს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, ექსპორტის მაღალი მოცულობით, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორების ზრდითა და უზარმაზარი ინვესტიციებით იყო სტიმულირებული.
ბინ ტუკმა აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური გარემო ქმნის შესაძლებლობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომსახურების ექსპორტისა და საინვესტიციო საზოგადოებისთვის.
„ამ შეთანხმების მეშვეობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შეუძლიათ, დაამყარონ ამბიციური და ორმხრივად მომგებიანი სამომავლო პარტნიორობა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას მეტი შესაძლებლობების სტიმულირებისთვის და შექმნის ახალ ეპოქას ორი მეგობარი ქვეყნისთვის“, – განაცხადა აბდულა ბინ ტუკ ალ მარმა.
კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, მარიამ ბინტ მუჰამედ ალმჰეირმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება კიდევ ერთ საკვანძო ნაბიჯს გვთავაზობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვები პროდუქტებით მდგრადი ვაჭრობის გაძლიერებისკენ.
„საქართველოს აქვს ხელსაყრელი კლიმატი სოფლის მეურნეობისთვის და მდიდარი, ნაყოფიერი ნიადაგი, რომელსაც შეუძლია მრავალი მოსავლის მოყვანა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეუძლიათ არა მხოლოდ იყვნენ ამ პროდუქტების ძირითადი დანიშნულების ადგილი, არამედ მხარი დაუჭირონ ახალი საექსპორტო ბაზრების განვითარებას, განსაკუთრებით აზიაში, მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სურს, განავითაროს მდგრადი საკვების წარმოება გლობალურად, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობა და ხელი შეუწყოს ჯანმრთელობას, კვებასა და პლანეტის კეთილდღეობას და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ დღის წესრიგის წინსვლაში“, – აღნიშნა მარიამ ბინტ მუჰამედ ალმჰეირმა.
საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის, დოქტორ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის თქმით, CEPA აერთიანებს ორ ქვეყანას, რომლებსაც აქვთ დამატებითი ძლიერი მხარეები – ორივე ქვეყანა სტრატეგიული გზაჯვარედინია ვაჭრობისთვის.
„ორივე ქვეყანას აქვს დინამიკური, სწრაფად მზარდი მომსახურების ეკონომიკა და ორივე იზიარებს მსგავს ხედვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ – პოლიტიკას, რომელიც მიესალმება ბიზნესს და ხელს უწყობს მდგრად ზრდას. ეს შეთანხმება აყალიბებს თანამშრომლობის ახალ ეპოქას და დააჩქარებს შესაძლებლობებს ორივე მხარის კერძო სექტორებს შორის, რაც ორივე ქვეყნის ექსპორტიორებს და მწარმოებლებს სარგებლობას მოუტანს“, – დოქტორ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრის, აჰმედ ალი ალ საეგის თქმით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი ეტაპია მრავალფეროვნებაზე, ინოვაციებზე აგებული სამომავლო ეკონომიკისკენ.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავ ღია და თანამშრომლობით ქვეყანად რჩება, რომელიც ხელს უწყობს ძლიერ პარტნიორობას თანამოაზრე, ზრდის მომხრე ქვეყნებთან მთელ მსოფლიოში. საქართველოსთან ამ შეთანხმების მეშვეობით ჩვენ მიზნად ვისახავთ, განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები, გავაძლიეროთ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა და დავიცვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ-სამხრეთის მიწოდების ჯაჭვები“, – აჰმედ ალი ალ საეგიმ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის (CBUAE) მმართველის, ხალედ მოჰამედ ბალამას თქმით, საერთაშორისო კოლეგებთან არსებული ურთიერთობების გაფართოების მიზნით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებების მეშვეობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები აძლიერებს კონკურენტუნარიანობას, ექსპორტსა და ინვესტიციების ნაკადებს და ხელს უწყობს სამრეწველო წარმოებას.
„ეს შეთანხმებები ასევე ხელს უწყობს ნდობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბიზნესგარემოში და იცავს ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ზრდის ამბიციები და სტრატეგიული მდებარეობა მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო ფართო თანამშრომლობას, რათა მივაღწიოთ საერთო ინტერესებს ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაძლიერებით და ჩვენი გადახდის პროცესების უახლესი სისტემების შესაბამისობაში მოყვანით“, – განაცხადა ხალედ მოჰამედ ბალამა.
საბაჟოს გენერალურმა დირექტორმა (იდენტობის, მოქალაქეობის, საბაჟო და პორტის უსაფრთხოების ფედერალური ორგანო), აჰმედ აბდულა ბინ ლაჰეი ალ ფალასიმ აღნიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (CEPA) არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც დააჩქარებს საქონლის თავისუფალ ნაკადს ჩვენს ორ ერს შორის და შემდგომში გააძლიერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების სტატუსს.
„CEPA-ს დღის წესრიგი ხელს უწყობს არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლენის ზრდას გლობალურ ვაჭრობაში და საქართველოსთან შეთანხმება იძლევა კიდევ ერთ შესაძლებლობას, უზრუნველყოს სასიცოცხლო მიწოდების ჯაჭვები, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები და პროცესები და შექმნას თანამშრომლობის მოდელი ისეთ სფეროებში, როგოებრიცაა გადახდები და ინფორმაციის გაზიარება. საქართველოსთან შეთანხმება არა მხოლოდ მოხსნის ან შეამცირებს ტარიფებს საქონლის უმრავლესობაზე, ის აღმოფხვრის არასაჭირო ბარიერებს ვაჭრობისთვის, შექმნის ზრდის ახალ ალიანსს, რომელიც დააკავშირებს ყურესა და კავკასიის რეგიონს“, – დასძინა მან.
დუბაის საამიროს აღმასრულებელი საბჭოს გენერალური მდივნის, აბდულა ალ ბასტის თქმით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება არის უახლესი მიღწევა არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიაში, გააძლიეროს თავისი როლი გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობაში.
„საქართველოს შესანიშნავი ზრდის ტრაექტორია და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ღია, წესებზე დაფუძნებული ვაჭრობისადმი საერთო ვალდებულებასთან ერთად, ჩვენს ექსპორტიორებსა და ინვესტორებს სთავაზობს ფართო შესაძლებლობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კავკასიის რეგიონის ცენტრში. ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავ იკავებს გლობალური ინდექსების მოწინავე ადგილს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო მიმართულება მსოფლიოში. ჩვენი დინამიკური, ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი ეკოსისტემა, მსოფლიო დონის ლოგისტიკის შესაძლებლობებთან ერთად, წარმოადგენს პლაცდარმს ქართული ბიზნესისთვის, რომელიც თვალი ადევნებს საინტერესო ახალ შესაძლებლობებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა დუბაის საამიროს აღმასრულებელი საბჭოს გენერალურმა მდივნმა.
როგორც საამიროების საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, CEPA არის არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალი საგარეო ვაჭრობის დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც ამყარებს უფრო ღრმა კავშირებს სტრატეგიულ მოკავშირეებთან მთელ მსოფლიოში, რათა დააჩქაროს ეკონომიკური აღდგენა და უზრუნველყოს სასიცოცხლო მიწოდების ჯაჭვები. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის შეთანხმება ძალაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს შევა.