„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციაში უკრაინის ეროვნული პოლიციის მეთაურის პირველი მოადგილე, კრიმინალური პოლიციის მეთაური ვიაჩესლავ აბროსკინი და გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის მეთაურის მოადგილე კონსტანტინ კულიკი მონაწილეობდნენ. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი მეთაურის იური პოკინბოროდის ბინაში აიყვანეს.
გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დაკავების დროს ტერიტორიაზე სამართალდამცველები და სპეცრაზმის წარმომადგენლები დიდი რაოდენობით იყვნენ მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის აყვანის ოპერაცია უმაღლეს რადასთან გაშლილი კარვებიდან პოკინბოროდის გატყუებით დაიწყო, რომელთანაც აბროსკინი მივიდა და მოსალაპარაკებლად გაიყვანა. „ის საკუთარ ბინაში მიიყვანეს, სადაც სააკაშვილი დააკავეს“- აცხადებს „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინკოგნიტო წყარო.