მედია - რუსმა სამხედროებმა ირპენში ევაკუაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი
რუსმა სამხედროებმა ირპენში ევაკუაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაჭრილია ერთი პირი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, რუსებმა ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გახსნეს ქალაქში არსებული ერთ-ერთი ხიდის მიმართულებით, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა ქალაქიდან გასვლას ცდილობდა.
ირპენი კიევის შემოგარენში მდებარე დასახლებაა, რომელიც გასული დღეების განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩუსთან, გოსტომელთან, ბოროდიანკისთან, ვასილკოვთან და ვორზელთან ერთად.