მედია ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს
მედია აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს.
ამერიკული მედია მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი ცნობით, დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ეძებდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ყვიროდა „სად არის ნენსი?!“. შემდეგ ის შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი დღეს შეიჭრა და მის მეუღლეს დაესხა თავს.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, ინციდენტის შემდეგ 82 წლის პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ბიბისი“ წერს, უცნობი მამაკაცი ნენსი და პოლ პელოსის კალიფორნიის სახლში ღამით შეიჭრა. ბოროტმოქმედი ამჟამად დაკავებულია. მომხდარის დროს ნენსი პელოსი სახლში არ იმყოფებოდა.