მედია - ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ხან იუნისში, 25 ადამიანი ქალაქ ღაზაში და, სულ მცირე, 25 პირი არაბული ანკლავის ცენტრალურ რაიონებში.
ხან იუნისში ისრაელის ჯარებმა ერთსაათიანი სახმელეთო შეჭრა საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით განახორციელეს, რასაც ერთი ოჯახის 12 წევრი ემსხვერპლა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად ის საცხოვრებელი კორპუსები დაინგრა, სადაც ხალხი იყო შეფარებული.
„ალ ჯაზირა“ წერს, რომ ღაზის სექტორის დასავლეთ ნაწილში ისრაელის სამხედროები თავს დაესხნენ ალ-ამალის ობლების ინსტიტუტს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.