„ჰეზბოლას“ სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელელ სამხედროებს ქალაქ მარუნ ალ-რასთან უკან დაახევინეს, ისრაელის საჰაერო უპირატესობა მიწაზე კი, დანაკარგად გადაიქცევა
„ჰეზბოლას“ სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელელ სამხედროებს ქალაქ მარუნ ალ-რასთან უკან დაახევინეს, ისრაელის საჰაერო უპირატესობა მიწაზე კი, დანაკარგად გადაიქცევა

ისრაელის არმია ლიბანში „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირების დროს სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ისრაელის მედია წერს, რომ ეგოცის კომანდოს დანაყოფის წევრი „ჰეზბოლას“ წევრებთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სამხრეთ ლიბანში, ერთ-ერთ სოფელში დაიღუპა.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები ლიბანში ქალაქ მარუნ ალ-რასის და ქალაქ ოდაისეს მხრიდან შეიჭრნენ, თუმცა ლიბანურმა დაჯგუფებამ მათ უკან დაახევინა.

„გარწმუნებთ, მტერო, ეს მხოლოდ პირველი რაუნდია. რაც მოხდა მარუნ ალ-რასში და სხვა რაიონებში, მათ შორის ოდაისეში, სხვა არაფერი იყო, თუ არა აისბერგის მწვერვალი. ისრაელის საჰაერო უპირატესობა მიწაზე დანაკარგად გადაიქცევა. ჯგუფს ჰყავს საკმარისი მებრძოლები, აქვს იარაღი და საბრძოლო მასალა ისრაელის უკან დასახევად“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ სპიკერმა, მოჰამად აფიფმა.