მედია - აშშ-ში ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიის ჟურნალისტი დააკავეს
მედია - აშშ-ში ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიის ჟურნალისტი დააკავეს

აშშ-ში ირანული ინგლისურენოვანი სახელმწიფო ტელეკომპანიის Press TV-ის ჟურნალისტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ირანული ტელეკომპანია ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჟურნალისტი მარზიე ჰაშემი სენტ-ლუსის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამჟამად ის ვაშინგტონშია გადაყვანილი. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

აშშ-ში დაბადებული მარზიე ჰაშემი, რომლის თავდაპირველი სახელი მერლანი ფრანკლინი იყო, უკვე ათ წელზე მეტია ირანში ცხოვრობს. ის ტელეწამყვანი და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორია. Press TV-ის ინფორმაციით, ქალი აშშ-ში ნათესავების სანახავად ჩავიდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.