აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დღეს ერთობლივი წვრთნების ჩატარება დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ კორეული მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ცნობებით, სწავლება 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 100 ერთეულამდე საფრენი აპარატი, მათ შორის სამხრეთ კორეული F-15K-ისა და KF-16-ის ტიპის გამანადგურებლები, ასევე ამერიკული F-16-ები.
ბოლო წლების მანძილზე მოკავშირე ორი ქვეყანა შედარებით მცირე მასშტაბების საჰაერო წვრთნებს მართავენ, რათა ხელი შეუწყონ დიპლომატიურ ძალისხმევებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის განახლებას ისახავს მიზნად.