მეცნიერთა მტკიცებით, კატის პატრონებს შიზოფრენიით დაავადების დიდი შანსი აქვთ
მეცნიერთა მტკიცებით, კატის პატრონებს შიზოფრენიით დაავადების დიდი შანსი აქვთ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატის პატრონებს მენტალური დაავადების დიდი შანსი აქვთ, მათ შორისაა შიზოფრენია. ამის მიზეზი პარაზიტია.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Schizophrenia Research-ში გამოქვეყნდა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კატა ჰყავდა თითქმის ყველა იმ ოჯახს, რომლის წევრ ბავშვს მოგვიანებით შოზოფრენიის ან სხვა სერიოზული მენტალური დაავადების დიაგნოზი დაესვა, — წერს Huffington Post-ი.

მენტალურ დაავადებათა ეროვნული უნივერსიტეტის 1982 წლის კითხვარის ანალიზის შედეგად, რომელიც 2 125 ოჯახს აქვს შევსებული, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანთა 50,6%-ს, რომელთაც შემდეგ შიზოფრენია განუვითარდათ, ბავშვობაში კატა ჰყავდა. ექსპერტთა თქმით, ეს შედეგები ემთხვევა 1990-იანი წლების სხვა კვლევას.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყოველი 100 ადამიანიდან სიცოცხლის მანძილზე ერთი ავადდება შიზოფრენიით, ძირითადად 15-35 წლის ასაკში.

შიზოფრენია ხანგრძლივი მენტალური დაავადებაა, რომლის სიმპტომებია ჰალუცინაციები, ილუზიები და ქცევის ცვლილება.

ამჟამად მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რა კავშირი კატის ყოლასა და შიზოფრენიით დაავადების მაღალ რისკს შორის. თუმცა, დარწმუნებულნი არიან, რომ ამის მიზეზი ერთუჯრედიანი პარაზიტი Toxoplasma gondii-ა, რომელიც კატებს ჰყავთ.

მკვლევარ ფიულერ ტორის განცხადებით, რომელიც კვლევაში იღებდა მონაწილეობას, პარაზიტი Toxoplasma gondii ადამიანის თავის ტვინამდე აღწევს და წარმოქმნის მიკროსკოპულ კისტებს. „ვფიქრობთ, რომ ის მოგვიანებით, მოზარდობის პერიოდის დასასრულს აქტიურდება, აზიანებს ნეიროტრანსმიტერებს, რაც დაავადების მიზეზი ხდება“, — აცხადებს პროფესორი.

წყარო: The Independent