მეცნიერებათა აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების მეორე, მესამე და მეოთხე ტომების პრეზენტაცია გაიმართა
მეცნიერებათა აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების მეორე, მესამე და მეოთხე ტომების პრეზენტაცია გაიმართა

მეცნიერებათა აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების მეორე, მესამე და მეოთხე ტომების პრეზენტაცია გაიმართა. ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომების გამოცემა 12 ტომადაა დაგეგმილი. თხზულებების პირველი წიგნი გასულ წელს გამოვიდა.

თითოეულ გამოცემას დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციების დროსაა გადაღებული და დაცულია მეცნიერის პირად არქივში. ასევე, გამოცემებს ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.

წიგნი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციას მეცნიერებათა აკადემიის წევრები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.