ახალი კვლევის მიხედვით, ზამთრის პერიოდში, დახურულ სივრცეებში ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებას კორონავირუსის გავრცელების შემცირება შეუძლია
ახალი კვლევის მიხედვით, ზამთრის პერიოდში, დახურულ სივრცეებში ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებას კორონავირუსის გავრცელების შემცირება შეუძლია

სუპერკომპიუტერით ჩატარებული მოდელირების საშუალებით, იაპონელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზამთრის პერიოდში, დახურულ სივრცეებში ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებას კორონავირუსის გავრცელების შემცირება შეუძლია.

კვლევით დადგინდა, რომ ტენიან გარემოში ვირუსის ნაწილაკების გაფრქვევის შესაძლებლობა მცირდება, ზამთრის პერიოდში კი, ჰაერი დახურულ სივრცეებში ბევრად გამომშრალია. ამასთან, ფანჯრის საშუალებით ბუნებრივი განიავების პირობებში, ასეთი ეფექტის მიღება შეუძლებელია.

მკვლევრებმა მოდელირების პროცესში, დახურულ გარემოში ადამიანებისგან ვირუსის მსგავსი ნაწილაკების გაფრქვევის სიმულაცია განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ შენობაში, სადაც ტენიანობა 30 პროცენტზე დაბალია, ვირუსის ნაწილაკების გაფრქვევის რისკი ორჯერ მაღალია, ვიდრე სივრცეში, სადაც ტენიანობა 60 პროცენტს აჭარბებს.