მეცხრე მოწვევის პარლამენტი ბოლო საგაზაფხულო სესიას მომავალ კვირას დახურავს
მეცხრე მოწვევის პარლამენტი ბოლო საგაზაფხულო სესიას მომავალ კვირას დახურავს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 26 ივნისს დაიხურება.
ვინაიდან პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები აქვს მისაღები, ასევე სხვადასხვა უწყების წლიური ანგარიშები აქვს განსახილველი, უწყება საქმიანობას რიგგარეშე ფორმატში გააგრძელებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.