მებაჟე-ოფიცრებმა ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში ამოიღეს
მებაჟე-ოფიცრებმა ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.