მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება
მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება.
ლევან მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 61-ე ადგილზეა. მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 5 იანვარს იმსჯელებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტა.
რაც შეეხება ლევან მგალობლიშვილს, ის მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.