მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ
მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.
მმართველი გუნდის საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გიორგი ჩაკვეტაძესა და თენგიზ შარმანაშვილს.
გიორგი ამილახვარი დღეს განათლების მინისტრი გახდა, ირაკლი კოვზანაძე კი საკუთარ მანდატზე უარს ამბობს.