მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას მიმდინარე კვირაში გახსნის
მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას მიმდინარე კვირაში გახსნის. რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება. სწორედ 2 თებერვლიდან განაახლებს საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად საქმიანობას.
საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს რამდენიმე უწყების წლიური ანგარიში წარედგინება. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ასევე, მოუსმენენ პრეზიდენტს და შესაძლებელი იქნება, ინტერპელაციის ფორმატიც გაიმართოს.
პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასული წლის დეკემბრის ბოლოს დახურა, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში წარმართავდა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.