მეათე დღეა, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
მეათე დღეა, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული იყო 246 პირის ანალიზი. ყველა პასუხი უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. ინფიცირება დაუდასტურდა სულ 71 პირს. მათგან 42 გამოჯანმრთელდა. ერთი გარდაიცვალა.